საზოგადოება

თბილისის მერმა სამგორში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა

თბილისის მერმა სამგორში
ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი
დაათვალიერა
1624447277
დაკოპირებულია

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, სამგორის რაიონში გახსნილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული საბავშვო ბაღი, სხვა ახალ ბაგა-ბაღებთან ერთად, მაღალი სტანდარტებით მშენებლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებისას, ხარისხი უპირველესია.

„თქვენ თვითონ ნახეთ დღეს ის სტანდარტები, რაზედაც ვსაუბრობ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პატარებისთვის. ეს სტანდარტები გათვალისწინებულია ყველა ბაღის მშენებლობის დროს.

ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ იმ 18 ახალი ბაგა-ბაღიდან, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, ყველგან ანალოგიური მიდგომა იყო. იგივე ხარისხის სამუშაოებს ჩავატარებთ მომავალშიც მსგავსი პროექტების განხორციელებისას. ამ კონკრეტულ უბანში კიდევ ორი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

N164 საბავშვო ბაღი ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარეობს, 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელს ემსახურება. ბაღში დასაქმებულია 60 ადამიანი.

მერიის ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ ადგილობრივ და საერთაშორისო ნორმებს სრულად აკმაყოფილებს. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით და უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო, თანამედროვე საბავშვო სათამაშო მოედნები და სივრცე სპორტული აქტივობებისათვის.

მათივე ცნობით, საბავშვო ბაღის მშენებლობა ქალაქის ბიუჯეტიდან 1 203 000 ლარით დაფინანსდა.

ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები.

მოდერნა და ფაიზერი

„მოდერნა“ და „ფაიზერი“ კორონავირუსის საკ...

ფარმაცევტულმა კომპანიებმა „მოდერნამ“ და „ფაიზერმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინების გაძვირების შესახებ გამოაცხადეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს The Financial Times-ზე დაყრდნობით.

1627841480

,,საჯაროდ გაცემული პირობა შევასრულე და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში “მთავარი არხის” ორი ჟურნალისტი ვამხილე ჩემი 7 მიზნით მიზანმიმართულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაში!" - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1627846271

81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანანა მაჩაბელი.

1627845129

თურქეთში, მეხანძრე-მაშველმა სამუშაოს შესრულების დროს კუ ტყის ხანძრისგან გადაარჩინა და ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

1627843621

„ჩვენმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ორი პოლიტიკური ძალა. ეს არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამ შეთანხმების ანულირებაში მთავარი დამნაშავე იყო და მეორე, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა გახარია“, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

1627842786
იურისტი თამთა
მეგრელიშვილი Pia.ge

2011 წელს მსოფლიო შეძრა მასობრივმა მკვლელობამ...

,,გაეროს მიერ გამოქვეყნებული ბედნიერების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით (World Happiness Report), ნორვეგია მეორე პოზიციაზეა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვის დონე, უსაფრთხოება, დასაქმების გარანტიები და სხვა", - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი აოციალურ ქსელში წერს.

კოვიდპასპორტების წინააღმდეგ საპროტესტო ა...

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მიერ ახალი რეგულაციის შემოღებამ, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებმა ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა ან Covid 19-ზე უარყოფითი ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ, მოქალაქეებში უკმაყოფილება გამოიწვია. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

სიცილიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

სიციალიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ლავის შადრევანი კრატერის ზედაპირიდან 800 მეტრზე გავრცელდა, რამაც მიმდებარე ტერიტოერიებზე ფერფლის გაბნევა გამოიწვია, სიცილიის სოფლები კი კვამლმა დაფარა.

17 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად გ...

„დინამო ბათუმის“ აკადემიის ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა.