საზოგადოება

თბილისის საკრებულოში კორონავირუსის პერიოდში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა „დარჩი კრეატიული“ გაიმართა

გამოფენა „დარჩი
კრეატიული“
1623430705
დაკოპირებულია

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით, კორონავირუსის პერიოდში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა „დარჩი კრეატიული“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ცნობილი მხატვრების და ფოტოგრაფების, მათ შორის, ლიკა შხვაცაბაიას, დავით ბაძაღუას, გია გუგუშვილის, ქეთი მატაბელის, ოთარ მეგრელიშვილის, ბადრი ვადაჭკორიას, ნინო გელაშვილის და სხვა ავტორთა ნამუშევრები.

როგორც თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, პროექტი „დარჩი კრეატიული“ წარმოადგენდა თვითიზოლაციის პირობებში შექმნილი ნამუშევრების ვირტუალურ Facebook გალერეას, რომელმაც უკვე რეალურ სივრცეში გადმოინაცვლა.

„ამ გამოფენის მიზანი კი იმ ნამუშევრების ექსპოზიციაა, რომელიც სპეციალურად პროექტის ფარგლებში შეიქმნა“,-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მიმართა. მარიკა დარჩიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

საღამოს დასასრულს, პროექტის მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილების თაობაზე ისაუბრეს და მომავალში მსგავს პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 1 კვირაში, 27 მარტიდან 25 მაისის ჩათვლით, განათლებისა და კულტურის კომისიამ თავისი ონლაინ სივრცე დაუთმო სოციალური დისტანცირების პერიოდში შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს.

„დარჩი კრეატიულის“ ონლაინ გალერეას სხვაგვარად კულტურულ ჰაბადაც მოიხსენებდნენ, რომელიც ხელოვანი ადამიანებისთვის სოციალური დისტანცირების პირობებში ახალი შემოქმედებითი პროექტების განხორციელების მოტივაციად და არტთერაპიად იქცა.

პროექტის ფარგლებში, სახვითი და ფოტოხელოვნების 70-მდე ნამუშევარი განთავსდა. ღონისძიების დასასრულს, პროექტის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ჩინეთის განცხადება
ნატოზე

ჩინეთი ნატო-ს მოუწოდებს „ჩინეთის საფრთხი...

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატოს „ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული,წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

1623741294

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.

1623740967

„ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო, თუმცა, ჩაიწერა შარლ-მიშელის შეთანხმებაში, რომ უნდა გამოიცეს. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623740870

დღეს, 15 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1623740769
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

კაცმა ჩაიდინა ღალატი, ეს იყო როგორც გუნდის, ი...

„კანონის უზენაესობას რომ პატივს არ სცემ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირება და სახელმწიფოს ღალატი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისს ძალიან მძიმე...

„20 ივნისს ტყვიების გამოყენება იძულება იყო, რათა მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. შტურმი იყო, ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუ...

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობას განაგრძობს და ყველა ბავშვზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

დენის შმიგალი პრემიერს უკრაინა-საქართველ...

„დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს.