მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გარდაიცვალა

 ხუსეინ ბაკიხანოვი

თბილისში აზერბაიჯანის მოქალაქე, ჟურნალისტი ჰუსეინ ბახიკანოვი გარდაიცვალა. შემთხვევა 14 ივლისს მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში რამდენიმე ვერსიაზე წერდა. მის მიერ უკანასკნელად გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის ჰუსეინ ბაკიხანოვი შენობის სახურავიდან გადააგდეს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ჟურნალისტს გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ეროვნებით აზერბაიჯანელ პირებთან შელაპარაკება ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე.