მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

 ავსტრალიელი გოგონა შანაე ბრუკი

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

ავსტრალიის მოქალაქე ბოლოს მეგობრებმა 30 ივლისს ნახეს. მას სამართალდამცველები ეძებდნენ.

გაუჩინარებული ტურისტის მეგობრები აცხადებდნენ, რომ პოლიციამ მისი ტელეფონი მთაწმინდის ტერიტორიაზე იპოვა. ამასთან, შანაე ბრუკის მეგობრები ვარაუდობდნენ, რომ მას თავს დაესხნენ.

ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა შანაი ბრუკის გარდაცვალების მიზეზი.

ამავე თემაზე:

„აი, როგორ უნდა გაატაროთ შვებულება“ - რას წერდა შანიე საქართველოზე

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს