საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფი“ მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობის ანალიზს აგრძელებს

„თბილსერვის ჯგუფი“ მყარი
მუნიციპალური ნარჩენების
შემადგენლობის ანალიზს
აგრძელებს
1623329049
დაკოპირებულია

თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფი“, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფთან ერთად, რომელსაც დოქტორი ლუდვიგ შტრეფი ხელმძღვანელობს, მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობის ანალიზის მეორე ეტაპს ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კვლევების პირველი ნაწილი, გასული წლის შემოდგომაზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.

მერიის ცნობით, კვლევა მიზნად ისახავს, დადგინდეს თბილისში წარმოქმნილი მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობა, რათა განისაზღვროს მყარი მუნიციპალური ნარჩენების სხვადასხვა ნაკადების ზუსტი რაოდენობა, დაისახოს ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების რეალისტური მიზნები, განისაზღვროს მათი განხორციელების გზები, ასევე, ინფრასტრუქტურული და ფინანსური საჭიროებები.

მათი თქმით, მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობის ანალიზის ჩასატარებლად, შეირჩა 4 ძირითადი ზონა, საიდანაც შეგროვდა წარმოქმნილი ნარჩენები: მხოლოდ საცხოვრებელი ტერიტორიები, საკუთარი ეზოების და ბაღების გარეშე; ტერიტორიები, სადაც განთავსებულია კერძო სახლები ბაღებით ან ეზოებით; მხოლოდ კომერციული ზონები; შერეული ზონები (კომერციული და საცხოვრებელი ტერიტორიები).

ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, 20-თვიანი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაც 2020 წლის 16 იანვარს დაიწყო.

მისი მიზანია თბილისისათვის მყარი მუნიციპალური ნარჩენების პრევენციისა და გადამუშავების 10-წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე, გეგმის შესრულების საწყისი ეტაპის ხელშეწყობა. აღნიშნულ ინიციატივას ახორციელებს თბილისის მერია, შპს „თბილსერვის ჯგუფის“, გერმანულ-ბერძნული კონსორციუმის - ICP-ENVIROPLAN და ნარჩენების მართვის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანიის ICP-Ingenieurgesellschaft Prof. Czurda & Partner mbH მონაწილეობით.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.