მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს

თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკვლის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილების აღდგენა, ბზარების დამუშავდება და სპეციალური მასალით შევსება.

ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

მამუკა ვეკუას განცხადებით, შენობა დიდი ხნის განმავლობაში ავარიულად ითვლებოდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი მის მობინადრეებს უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი გარემო ექნებათ.

ცნობისთვის, პროექტს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ბილდინგი“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 331 345 ლარია გამოყოფილი.