საზოგადოება

ტყუილია, თითქოს, ფინანსური დავალიანების გამო 73 ათას სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა - შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრი
შალვა პაპუაშვილი Pia.ge
1623337880
დაკოპირებულია

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ტყუილს უწოდებს ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს ფინანსური დავალიანების გამო 73 ათას სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„იმედია, ეს უნებლიე შეცდომა იყო და ზოგადი ციფრი ჰქონდა აღებული ლევან ხაბეიშვილს, რომელიც არ იცნობს საკითხს. ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსშეჩერებული სტუდენტები ნამდვილად გვყავს - 20 ათასი და არა - 73 ათასი. პანდემიის პერიოდში 4,500 სტუდენტს აქვს შეჩერებული სტატუსი“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, შეიძლებოდა ოპოზიციას ეს დრო გამოეყენებინა იმ საკითხების განსახილველად, რომელიც თითქოსდა აინტერესებდათ, თუმცა, კონკრეტული კანონპროექტების განხილვის დროს ისინი სხდომათა დარბაზში აღარ იმყოფებოდნენ.

„დღეს განვიხილავთ კანონპროექტს, მაგრამ ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა ეს დრო გამოიყენეს იმისთვის, რომ ესაუბრათ საკითხებზე, რომელიც თითქოსდა მათ აინტერესებთ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ გუშინ ამ დროს, დღის მეორე ნახევარში ვიხილეთ, რომ როდესაც კონკრეტული კანონპროექტები განიხილებოდა, ეს დარბაზი ცარიელი იყო ისევე, როგორც ახლა დაცარიელდა, მას შემდეგ რაც მეგაფონებიდან შემოგვძახეს რაღაც სიტყვები და პასუხებს არ ისმენენ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მთავრობამ 2020-2021 წლის პანდემიის პერიოდში, საშემოდგომო სემესტრის დროს, თხუთმეტი ათას სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსა.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.