მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვე მოძალადეებო, აქეთ გვეძახით მოძალადეებს, თქვენ უწევთ პროპაგანდას გარყვნილებას“ - მეუფე ანტონი ჟურნალისტებს (ვიდეო)

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს მოძალადეები და გარყვნილები, პროპაგანდისტები უწოდა.

მისი თქმით, მედიის წარმომადგენლები მოსახლეობის უმრავლესობას ღირსებას ულახავენ.

„ერთი ადამიანი დაიღუპა და რა ამბავში ხართ. ის ტრაგედია რომ მომხდარიყო და სპეცტექნიკა გამოეყვანათ, რომ შესრულებულიყო რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს. თვითონ მოძალადეები აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს. ტვინი გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით, თვითონ მოძალადეებო, აქეთ გვეძახით მოძალადეებს.

შეხედეთ თქვენ, რაებს წერთ და რაებს აკეთებთ. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას. თქვენ აძლევთ გარყვნილებას, თქვენ უწევთ პროპაგანდას, თქვე მოძალადეებო, თითოეული თქვენგანი პროპაგანდას უწევთ. თქვენ ნუ გვილახავთ ღირსებას უმრავლესობას“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას დღეს დაკრძალავენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ“ - მეუფე ანტონი აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებს

👉 „მძიმე იყო ის კადრები, რაც ვნახე“ - ლექსო ლაშქარავას მეუღლე

👉 არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: საპატრიარქოში ის სასულიერო პირები დაიბარეს, ვისაც 5 ივლისს „გადაცდომა ჰქონდა“