მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენი წყალობით ბავშვები დასტრესილები და შეშინებულები არიან, ვცდილობთ დავამშვიდოთ“ - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან 6 ბენეფიციარი პოლიციაში დაკითხვაზეა წაყვანილი.

მისი თქმით, ბავშვებთან ერთად დაკითხვაზე სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები იმყოფებიან.

„დღეს დილით 3 სოცმუშაკი ჩამოვიდა თბილისიდან, ერთი არის ნინოწმინდიდან და ერთიც თბილისიდან. კიდევ არიან ფსიქოლოგები, რომლებიც ახლა დაკითხვაზე არიან პოლიციაში, იმიტომ, რომ 6 ბავშვი ჰყავთ გაყვანილი დაკითხვაზე და წესი ასეთია, რომ დაკითხვას ესწრება სოცმუშაკი და ფსიქოლოგი.

მე გავარკვიე, რომ ამ დროისთვის პანსიონატში 40-მდე ბავშვია“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, პანსიონატში იმყოფებიან საპატრიარქოს კომისიის წევრები და ისინი ბავშვებს ხვდებიან, პარალელურად კი ადგილზე პარლამენტარები სოცმუშაკებს ესაუბრებიან.

მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს მიმართა და უთხრა, რომ მათი წყალობით, ბავშვები შეშინებულები და დასტრესილები არიან, სასულიერო პირები კი მათ დამშვიდებას ცდილობენ.

„ბრალს კი არ გდებთ, მაგრამ ბავშვები, თქვენი წყალობით არიან დასტრესილები და შეშინებულები, რომ აქ რაღაც ხდება. ჩვენ ხომ ბავშვებისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ვცდილობთ, ისინი დავამშვიდოთ და თქვენც ნუ აანერვიულებთ“, - მიმართა მეუფემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები შევიდნენ.

მათ პანსიონატიდან უკვე გამოიყვანეს 6 ბავშვი და მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 10 ბავშვის გამოსაყვანად.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ბავშვმა დაასახელა, რომ აღმზრდელი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა“ - სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი

👉 „ზრდილობიანად ილაპარაკეთ, არ გაგცემთ კითხვებზე პასუხს“ - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს (ვიდეო)

👉 6-მა არასრულწლოვანმა ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვა