მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თორნიკე მამალაძე: ჩემი ძმა 4 წელია ივანიშვილისა და პატრიარქის ტყვეობაში იმყოფება

თორნიკე მამალაძე საპატრიარქოსთან

საპატრიარქოსთან მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე მივიდა. იგი მოითხოვს წმინდა სინოდმა ე.წ. ციანიდის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი განიხილოს. 

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია 3 წლის წინ უნდა შექმნილიყო, თუმცა საპატრიარქოსა და მთავრობას ამ საქმის გამოძიება არ სურს.

„მინდა შევახსენო მათ ის, რომ 3 წლის წინ უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რომელიც არ შეიქმნა იმის გამო, რომ ციანიდის საქმე საპატრიარქოსა და მთავრობის მაღალჩინოსნებზე გავა. მათ არ სურთ, რომ შეიქმნას კომისია.

დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებასა და სინოდს, რომ ჩემი ძმა 4 წლის განმავლობაში იმყოფება ივანიშვილისა და პატრიარქის ტყვეობაში.

ჩემი ძმის გამოშვება არ აწყობთ იმის გამო, რომ მან ფინანსური და სხვადასხვა დარღვევები აღმოაჩინა საპატრიარქოში და სურდა საკითხი დაეყენებინა წმინდა სინოდზე, თუმცა არ დააყენებინეს“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

მისი თქმით, პროტესტის გაგრძელებას აპირებს და ამ მიზნით პარლამენტთან კარვის გაშლასაც გეგმავს.

ინფორმაციისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძე საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მას თავისუფლების 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

საპატრიარქოში მღვდელმთავრები იკრიბებიან

„პატრიარქს მოვუწოდებ ჩემი ძმის მიმართ ჩადენილი დანაშაული შეინანოს“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

პეტრე ცაავა: პატრიარქი უნდა გადააყენოს და განკვეთოს რჯულის კანონმა