მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა

პოლიციის მანქანა და ლენტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ქალი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი რამდენიმე მგზავრი დაშავდა, ქალი კი გარდაიცვალა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკვე გადაიყვანეს დაშავებული მცირეწლოვანი, ის კონტაქტურია და ამჟამად კვლევები უტარდება.

შს სამინისტროში კი მომხდარს 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით იძიებენ, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.