საზოგადოება

წელს თსუ-ში 5 200 აბიტურიენტი ჩაირიცხა

თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი
1632149339
დაკოპირებულია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 20 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, წელს თსუ-ში 5 200 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამასთან, ქვეყნის მასშტაბით, ყოველი მესამე გრანტოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

სტუდენტებს სწავლის დაწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიულოცა. მისი თქმით, თსუ სტუდენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი შეფასებებით გამოირჩევიან.

„ყველა სტუდენტს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით კი პირველკურსელებს. წელს სტუდენტების უპრეცედენტო რაოდენობა შემოგვიერთდა - 5200 აბიტურიენტი გახდა ჩვენი სტუდენტი. თსუ არამარტო თავისი ისტორიით გამოირჩევა, არამედ არის რეგიონის და ქვეყნის ლიდერი, შედის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში და სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლებას აძლევს, რაც მათი მომავალი წარმატებების საწინდარია,“ - აღნიშნა თსუ-ის გიორგი შარვაშიძემ.

გიორგი შარვაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება სტუდენტებს სასწავლო პროცესის აუდიტორიებში გაგრძელების შესაძლებლობას მალე მისცემს.

„დღეისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების 70%-მდე და სტუდენტების 40%-ზე მეტი არის აცრილი. თუ ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, სააუდიტორიო მეცადინეობა და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება, რომლითაც ასე გამოირჩევა ჩვენი უნივერსიტეტი, სტუდენტობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 22 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

საქართველოში პირველად, მხოლოდ თსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია: 2020 წელს ორმა პროგრამამ - კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ABET), 2021 წელს საქართველოსა და რეგიონში პირველებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა (FIBAA), ხოლო თსუ-შპაიერის ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ „საჯარო მმართველობა“ (FIBAA) ხელახლა მიიღო აკრედიტაცია, რაც ნიშნავს, რომ თსუ-ის ამ პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ნებისმიერ ქვეყანაში.

ახალ სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. თსუ მეორე კორპუსის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია. 2021 წლის ბოლომდე, თსუ-ის ყველა სასწავლო კორპუსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტუდენტური სივრცეები მოეწყობა. 2023 წლის ბოლოს კი, ყველა ძირითადი სასწავლო-კვლევითი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდება.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.