მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ცეცხლს ნუ ვეთამაშებით, შემიძლია გაჩვენოთ ფოტოები, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ“ - გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

„შემიძლია, გაჩვენოთ ფოტოები, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ამგვარი სოციალური ღონისძიებებისგან თავშეკავება კიდევ ერთი წელი გაგრძელდეს.

„ამ წლინახევრის განმავლობაში, რაც პანდემია არსებობს, დღევანდელ ეტაპზე ბრძოლის სტრატეგია შეცვლილია. მკაცრი ლოკდაუნიდან გადავედით შედარებით ბალანსირებულ მიდგომაზე, როცა რეგულაციები უნდა დაწესდეს და აღსრულებაზე უნდა იყოს მაქსიმალური კონტროლი, ადამიანების თვითშეგნების გაძლიერება, რათა ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე უნდა ვატაროთ და დიდი თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ.

შემიძლია, გაჩვენოთ რამდენი ფოტო მაქვს ჩაყრილი, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ. ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. მარტო შოლტი არ მოქმედებს, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ კიდევ ერთი წელი მაინც თავი უნდა შევიკავოთ ამისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ მოსახლეობის რამდენი პროცენტია კოვიდვაქცინით აცრილი საქართველოს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში?

⭕ „მეოთხე ტალღა შეიძლება იყოს აგვისტოს ბოლოს - შემოდგომაზე“- ამირან გამყრელიძე

⭕ NCDC „კომენდანტის საათის“ მოხსნაზე, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციას ვერ მისცემს - ამირან გამყრელიძე