მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წინა ხელისუფლების დროს არა მარტო უთვალთვალებდნენ, არამედ ასაჯაროებდნენ პირადი ცხოვრების კადრებს“ - მეუფე იოანე გამრეკელი

მიტროპოლიტი იოანე

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება ეკლესიისა და მთავრობის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.

„ესაა წინასაარჩევნო კამპანია, რომ თავი წარმოაჩინონ ფხიზელ ადამიანებად, რომელთაც ყველაფერი იციან და ისინი არიან მართლები და ყველა დანარჩენი, ხელისუფლება იქნება თუ ეკლესია ცდება. ესაა მცდელობა ხელისუფლებისა და ეკლესიის დაპირისპირების“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს არა მარტო უთვალთვალებდნენ, არამედ ასაჯაროებდნენ პირადი ცხოვრების კადრებს, მაგრამ ამის გამო არავინ დასჯილა.

„ალბათ მორიგ თემას გამონახავენ, რომ კიდე შეუტიონ. ესაა წინასაარჩევნო კამპანია, რომ ქულები დააგროვონ ხალხში. სჯობს გაიხსენონ ხელისუფლებაში ყოფნისას ისინი რას აკეთებდნენ. არა მარტო უთვალთვალებდნენ, არამედ ასაჯაროებდნენ პირადი ცხოვრების კადრებს. ეს იყო დანაშაული და დასჯადი, მაგრამ არავის არ დაუსჯია ისინი სამწუხაროდ. ახლა თვითონ ითხოვენ იმის დასჯას, რაც არაა განცხადებული“, - აღნიშნა იოანე გამრეკელმა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს გავრცელდა ჩანაწერები მაღალი იერარქიის სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და დიპლომატების სავარაუდო სატელეფონო საუბრების გაშიფრული მასალები.

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.