მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ცივილიზებულ 21-ე საუკუნეში, მსგავსი უმსგავსობის გამოვლინება შემაძრწუნებელია“- დეკანოზი ჟურნალისტების დარბევის შესახებ

დეკანოზი ზაზა

„ცივილიზებულ 21-ე საუკუნეში, იმ ხალხში რომელსაც უზარმაზარი ტოლერანტული წარსული აქვს, მსგავსი უმსგავსობის გამოვლინება ჩემთვის შემაძრწუნებელია“,- აღნიშნულის შესახებ დეკანოზმა ზაზამ განაცხადა.

დეკანოზმა ისაუბრა ჟურნალისტების დარბევის თემაზე და მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე.

„დამაფიქრებელია, რომ ეკლესია პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია ამ ყველაფერში და ამას ყველა ხედავს, თვალს ვერავის ვერ აუხვევს. ამას სჭირდება მნიშვნელოვანი პასუხის გაცემა. რა ხდება, როგორ შეიძლება ქრისტეს ეკლესია და ძალოვნება როგორმე მოვარიგოთ ერთმანეთში?

თუ ამის შეთავსებას ცდილობს ვინმე, არ ვიცი. მინდა, რომ ჩვენს ხალხს ვუთხრა, ქართული თავისუფალი მედია არაკონტროლირებადი ჟურნალისტიკაა, რომელიც ცდილობს ჩვენ ვიყოთ ადეკვატურად ინფორმირებული. ეს არის ერთადერთი იმედის მომცემი საზოგადოებისათვის, რომ ჩვენთანაც გათენდება და ყველაფერი ეს დაიძლევა. ამისი ხელყოფა არ შეიძლება.

ჩვენი მომავლისათვის ეს გახლავთ ის ბილიკი, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და მე არ მგონია, რომ ეს შემთხვევით ხდებოდეს.

მინდა პატივი მივაგო ლექსო ლაშქარავას ხსოვნას და დიდი მადლობა გადავუხადო ქართულ ჟურნალისტიკას, ქართულ სინდისიერ არაკონტროლირებად მედიას, რომელიც, რა თქმა უნდა, ასეთი უნდა იყოს. დანარჩენი პროპაგანდაა. უფრო მეტი შემართებით უნდა იბრძოლოთ იმ საქმეებისთვის, რომელსაც დღემდე ასრულებთ“, - განაცხადა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მძიმე იყო ის კადრები, რაც ვნახე“ - ლექსო ლაშქარავას მეუღლე

✅„ვისთვის აშავებენ ჩემს შვილს? ჩემთვის არ გაშავდება, თუ ჩემი 10 წლის შვილიშვილისთვის, რომელსაც მამა ახლა სჭირდება?“ - ლექსო ლაშქარავას დედა