მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ დროულად და სწორად ხდება პროცესის მართვა, შემთხვევების 99.9%-ში სიკვდილი თავიდან აცილებულია“ - ჩიხლაძე ანაფილაქიურ შოკზე

ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე

ექიმი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე ახალციხელი მედდის გარდაცვალებისა და ანაფილაქსიური შოკის დროს პროცესის მართვის შესახებ საუბრობს. 

სერგო ჩიხლაძის განმარტებით, ისევე როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, ასევე ვაქცინასაც ახასიათებს გვერდითი მოვლენა.

ჩიხლაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის გართულება ფაიზერის ვაქცინასაც ახასიათებს, თუმცა ლეტალობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ვაქცინას, ან სხვა სამკურნალო საშუალებას რაღაც რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ეს ყველამ იცის, დადასტურებულია და სამწუხაროდ, ამას ვერ გავექცევით. ვიღაცას შეიძლება ანტიბიოტიოტიკზე ჰქონდეს რეაქცია, ვიღაცას გამაყუჩებელზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხმარებიდან ამოვიღოთ ანტიბიოტიკი ან სტომატოლოგთან ისე მივიდეთ, რომ გაყუჩების გარეშე ამოვიღოთ კბილი.

ასევე სხვა ვაქცინებსაც შეიძლება ჰქონდეს გართულებები, მაგალითად ფაიზერსაც აქვს მსგავსი გართულებები ანაფილაქსიური შოკი, რომელიც სხვადასხვა კვლევებით ჩანს, რომ ყოველ 1 მლნ-ზე 5-დან 10 შემთხვევამდეა. ამიტომ, ასტრაზენეკასაც შეიძლება ჰქონდეს ასეთი გართულება, ეს წინასწარ ვიცით. ცუდია, რომ ამის შესახებ ზოგადად საზოგადოება არ არის ინფორმირებული, სჯობდა წინსწრებით გაგვეკეთებინა ეს კამპანია“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა.

„თუ ასეთი შემთხვევა ვითარდება და ამისგან დაზღვეულები არ ვართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა ცუდია. კითხვა რას შვრებით ამ შემთხვევაში? როგორ ვუვლით ასეთ შემთხვევას? აქ არის მთელი რიგი კომპონენტები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს. ერთი ის, რომ ანამნეზის შეგროვება ხდება, როდესაც ადამიანს ცრიან.

ასეთი გართულებული შემთხვევის დროს უნდა იყოს ანტიშოკური საშუალებები, რომ პირველ ჯერზე დახმარება აღმოუჩინონ ადამიანს. თუ სწორად და დროულად ხდება პროცესის მართვა შემთხვევათა 99.9%-ში სიკვდილი თავიდან იქნება აცილებული“, - აღნიშნა ჩიხლაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ახალციხელი მედდა 27 წლის მეგი რობაქიძე, რომელსაც ანაფილაქსიური შოკი კოვიდ 19-ის ვაქცინაცინის „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ განუვითარდა, დღეს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „მოსახლეობა არ უნდა შეშინდეს“ - კულუმბეგოვი კოვიდვაქცინაციაზე

🔴 „მზად ვარ, ჩემი ხელით ავცრა საკუთარი ოჯახის წევრები საჯაროდ“ - გიორგი ჩალაძე