მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ თავისუფლების მოედანს ვერ გავავსებთ, „ქართული ოცნების“ ოფისთან ჩავალთ, იქ პატარა ტერიტორიაა და ბევრი გამოვჩნდებითო - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Pia.ge

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე 14 ოქტომბერს დაგეგმილ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება.

„ახლა დამირეკეს სამეგრელოდან, თუ თავისუფლების მოედანს ვერ გავავსებთ, მაშინ „ქართული ოცნების“ ოფისთან ჩავალთ და იქ დავდგებითო, პატარა ტერიტორიაა და ბევრი გამოვჩნდებითო...” - წერს ნიკოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის, 14 ოქტომბერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია იგეგმება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.