საზოგადოება

თუ უყურებ „მთავარ არხს“, გაჩვენებენ აქციებს, ძალადობას და სააკაშვილს... ეს გიქმნის ყალბ აღქმას, თუ რა ხდება საქართველოში, რეალურად აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში - ბიზნესმენი დევიდ ლი

უცხოელი ბიზნესმენი
საქართველოს პროგრესზე
1632405453
დაკოპირებულია

„პოლიტიკური ბილბორდების გამოყენება, კარგი გზაა ფართო აუდიტორიამდე სათქმელის მისატანად. დღეს საქართველოში ბევრი ადამიანი ცხოვრობს ე.წ „ბაბლებში“, თუ უყურებ „მთავარ არხს“, რამდენიმე საათში ერთხელ შენ გაჩვენებენ აქციებს, ძალადობას და სააკაშვილს... ეს გიქმნის ყალბ აღქმას იმისა, თუ რა ხდება საქართველოში, რეალურად აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში“, - ასე ეხმიანება კომპანია „მაგთიკომის“ ყოფილი პრეზიდენტი დევიდ ლი პოლიტიკურ ბილბორდებს, რომლებზეც ყოფილი ხელისუფლებისა და მათთან აფილირებული მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

მისი აზრით, მსგავსი ბილბორდები მისაღებია, რადგან ბევრი ადამიანის პოზიციას გამოხატავს. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი აზრი, რადგან სწორედ ეს არის ევროპული ღირებულება.

„მე მომწონს ბილბორდები და ადამიანები, ვისაც აქვთ სათქმელი და კონკრეტული მესიჯი გასახმოვანებელი. ეს ადამიანები უნდა იყვნენ წახალისებული, რომ იქირაონ და განათავსონ ბანერები. საქართველო არის წამყვანი დემოკრატიის რეფორმატორი რეგიონში და მსოფლიოში ცნობილია ჩვენი სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში ინვესტორების და ბიზნესმენების ხმა ისმოდეს. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რომ გამოხატოს საკუთარი აზრი. სწორედ ეს არის ევროპული ღირებულება“, - განაცხადა დევიდ ლიმ.

სახალხო დამცველი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1634487065

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1634486513

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა.

1634485859

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

1634482770
დაპირისპირება ეთერში

„შენ, ნიკა მელიამ და სააკაშვილმა დათხარეთ თვა...

ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ მოიხსენია.

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანა...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილები...

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფ...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.