მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

თურქეთის საზღვარი

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, 1-ლი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ანკარაში საქართველოს საელჩო გაცნობებთ, რომ დღეიდან, 2021 წლის პირველი ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს, 1-ლი ივნისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები გაიხსნა.