მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

TV პირველის ოპერატორი გარდაიცვალა

ოპერატორი ლექსო ლაშქარავა

ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი ავრცელებს.

ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლაშქარავა დედამ დილით საწოლში იპოვა გარდაცვლილი.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

საინფორმაციო სააგენტო Pia.ge ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.