მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თვითმხილველი: სავარაუდოდ ხელყუმბარით არის შეიარაღებული

თვითმხილველი წერეთლის გამზირის ინციდენტიდან

წერეთლის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელს სავარაუდოდ ხელყუმბარა აქვს.

თვითმხილველს ზუსტად უჭირს საუბარი თუ რამდენი თავდამსხმელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში.

„შიგნით არის ვიღაცა, ტელეფონით საუბრობს, ძალიან გაბრაზებული იყო, ხელში რაღაც ეჭირა, გადიოდა და გამოდიოდა, ერთი მძევალი გამოუშვა. როგორც ითქვა ერთი მძევალი გამოუშვეს, ვერ გეტყვით ზუსტად რამდენი თავდამსხმელია. ამბობენ, რომ სავარაუდოდ ხელყუმბარა აქვს თან“, - ამბობს თვითმხილველი სატელევიზიო ეთერში.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლად 10 ადამიანი ჰყავთ აყვანილი.