საზოგადოება

„უნდა შეწყდეს პირადი ინფორმაციის გასაჯაროება, ეს ცუდია მთლიანად სახელმწიფოებრიობისთვის“ - მეუფე თეოდორე

ტაო-კლარჯეთისა და
ახალციხის მიტროპოლიტი
1632594039
დაკოპირებულია

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ ფაილების ნაწილს გაეცნო და დარწმუნდა, რომ ჩანაწერებში სიმართლე და ტყუილი ერთმანეთშია არეული.

მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვის აწყობდა ჩანაწერებში ის ცილისწამებები, რაც სასულიერო პირების მიმართ ფაილებშია აღწერილი.

„ეს არის ძალიან ბევრი სიცრუე არეული, ცოტა სიმართლეში და აქედან შექმნილი, არა არსებული, არამედ შექმნილი რაღაცა ამბები. შინაარსთან დაკავშირებით მე ვერანაირ კომენტარს გავაკეთებ. მოვითხოვ, რაც შეიძლება მალე ჩატარდეს გამოძიება, დადგინდეს სიმართლე.

ვითხოვ, აუცილებელია, რაც შეიძლება მალე შეწყდეს ამ პირადი ინფორმაციის (თუ ეს სიმართლეა, შეიძლება ეს არის სიცრუე) გასაჯაროება და ტირაჟირება. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ეკლესიისთვის. ეს არ არის რომელიმე პარტიისთვის ან მიმდინარეობისთვის ცუდი, ეს ცუდია მთლიანად სახელმწიფოებრიობისთვის. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევწყვიტოთ ამის ტირაჟირება“, - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის მასალები.

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გავრცელებული ჩანაწერების შესახებ აღნიშნა, რომ დიდი ხანია ეკლესიას „უტრიალებენ“ და მიმდინარეობს ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს არჩევნებზე“ - ანდრია ჯაღმაიძე

📣„ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, არჩევნებზე მხარი დაუჭირონ მას, ვინც რუსეთს არ დაგვამონებს“ - დეკანოზი თამაზ ლომიძე

📣„მცდარი აზრია, რომ ეკლესია უნდა იყოს ცალკე და სახელმწიფო ცალკე - ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში კი არ ვერევით, ერთმანეთს ვავსებთ“ - მეუფე საბა

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ თელავის ღირსეული მერი იქნება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში გამართული შეხვედრის შემდეგ.

1635087442

ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

1635084330

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1635083551

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233
1 დაღუპული და 7 დაშავებული -
ტერორისტული თავდასხმა
უგანდაში

1 დაღუპული და 7 დაშავებული - ტერორისტული თავდ...

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბ...

რუსთავში, შარტავას გამზირზე დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო.

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან...

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის...

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.