მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვარლამ გოლეთიანი: უამრავ ადამიანს აქვს ხვალინდელ აქციაზე ჩამოსვლის სურვილი

რიონის ხეობის მცველი

რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა სატელევიზიო ეთერში 23 მაისის აქციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვალ, 14:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება შეკრება და 15:00 საათისთვის აქცია.

„ხვალინდელი დღე ძირითადად საინფორმაციო ნაწილს დაეთმობა. იცით, რომ განგრძობად აქციებს ვგეგმავთ და გადანაწილებული გვაქვს გარკვეული დღის წესრიგი, თუმცა გვინდა, კონკრეტულ გეგმებზე ტრიბუნიდან გავავრცელოთ ინფორმაცია და წინასწარ ამაზე არ ვსაუბრობთ.

რაც შეეხება რეგიონებიდან ჩამომსვლელებს, თვითორგანიზდებიან ადამიანები. ამის მნიშვნელოვანი პრეცედენტიც იქმნება ქვეყანაში. არ ვიცი, სხვა დროს როდის ყოფილა მსგავსი დიდი თვითორგანიზება. უამრავ ადამიანს აქვს ხვალინდელ აქციაზე ჩამოსვლის სურვილი.

დილით 08:00 საათიდან ქუთაისის სპორტის სასახლიდან წამოვა კოლონა და სხვა მხარეებიდანაც შემოუერთდებიან მანქანები.

განგრძობადი აქცია იქნება დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედანზე. იცით, რომ 208 დღეა, რიონის ხეობაში ვართ, რა რეჟიმიც იქ გვაქვს, გავაგრძელებთ დედაქალაქში. რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ გვიწევს ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარება“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.