მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვატო წერეთელი: კობახიძემ მითხრა, რომ შენ ხარ ნაბიჭვარიო

ტვ პირველის დირექტორი ვატო წერეთელი Pia.ge

„კობახიძემ პირდაპირ შემომხედა და მითხრა, რომ შენ ხარ ნაბიჭვარიო“ - ამის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა განაცხადა.

„უბრალოდ მინდოდა მეკითხა, კობახიძეს მინდა ვუთხრა, რომელმაც შემომხედა თვალებში, ჩამხედა თვალებში და მეგონა რაღაცა დავინახავდი ადამიანურს მის თვალებში, პირდაპირ შემომხედა და მითხრა, რომ შენ ხარ ნაბიჭვარიო“, - განაცხადა ვატო წერეთელმა.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები პარლამენტში შეიჭრნენ.

პარლამენტში შესვლის მიზეზი მედიის მიერ მთავრობისთვის მიცემული დროის ამოწურვა გახდა. ისინი ჟურნალისტებზე თავდასხმებისთვის პრემიერისგან პასუხისმგებლობის აღებას და თანამდებობის დატოვებას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც მალევე გვერდითა შესასვლელის კარი დახურა.

ამავე თემაზე:

პარლამენტი პარალიზებულია - ოპოზიციამ ტრიბუნა დაიკავა (ვიდეო)

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირებაა (ვიდეო)