მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერ წარმოიდგენთ რა ძნელია, როდესაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ერთ-ერთი მონაწილე შენც ხარ“ - ლევან რატიანი (ვიდეო)

ექიმი ლევან რატიანი

„მინდა ჩემს მედპერსონალს ყველას მადლობა გადავუხადო, ვერ წარმოიდგენთ რა ძნელია, როდესაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ერთ-ერთი მონაწილე შენც ხარ“, - აღნიშნულის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა რუსთავი 2-ის გადაცემა „ექიმებში“ განაცხადა.

ის აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე პაციენტებს ეხება, ბოლომდე უნდა იბრძოლოს ადამიანმა.

„არასდროს მიფიქრია, რომ არ უნდა იბრძოლო, ბოლომდე უნდა იბრძოლო და აუცილებლად გამოგივა. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც.

ხელით შეხების მომენტს, იმ ენერგეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, პაციენტს რომ გადადო, რომ შენკენ წამოიყვანო. ძალიან ვიცავ ჩემს თავს და პაციენტსაც, ასევე, რაც პროტოკოლით არის მოწოდებული, ყველა ჰიგიენური ნორმას ვიცავ, მაგრამ პირველად როდესაც ვსინჯავ პაციენტს, არასდროს ვიყენებ ხელთათმანს, იმიტომ, რომ რაც შეიძლება ახლოს ვიყო პაციენტთან, მათ შორის, არც კოვიდ პაციენტთან ვსარგებლოვ ხელთათმანით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ცარიელი საწოლი ერთი საათითაც კი არ გვაქვს“ - ლევან რატიანი

✅662 ინფიცირება, 3534 გამოჯანმრთელება, 34 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში