მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც არ უნდა მოვიდეს, უბრალოდ სხვა სახე იქნება, აზროვნება ერთი - შორენა თეთრუაშვილის ბეჭედი“ - მღვდელმონაზონი ანდრია სარია

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

„სამდივნოს გარეშე არცერთი საკითხის განხილვა არ ხდება. შესაბამისად, ქალის კაბა თუ განიხილავს რომელიმე კანდიდატურას, რა თქმა უნდა ეს კაბა გადაეფარებათ და მომავალ ეპისკოპოსებს ვიხილავთ“, - ამის შესახებ მღვდელმონაზონმა, მამა ანდრია სარიამ 11 თებერვალს დაგეგმილ წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მამა ანდრია სარიას თქმით, რთულად პროგნოზირებადია წმინდა სინოდი თუ რა საკითხს განიხილავს სხდომაზე, თუმცა ის ამბობს, რომ საპატრიარქოს ინტერესში არ შედის მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლება.

„პროგნოზირება ისინი რას ფიქრობენ ძალიან ძნელია, ჩემი მხრიდან მარჩიელობა იქნება, მაგრამ ვამბობ რომ ყველაფერი დასაშვებია.

აქვე ვამატებ, რომ ჩვენი კითხვები უნდა განიხილონ, ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც პრეტენზია დასვა მეუფე პეტრემ სინოდის წინაშე. საპატრიარქოს ინტერესებში მამა გიორგი მამალაძის გარეთ გამოშვება არ შედის. შესაბამისად, მამა გიორგი მანამ იქნება ციხეში სანამ საპატრიარქოს ეს ადმინისტრაცია და ეპისკოპოსების დუმილი გარანტად ექნება.

ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა უსინდისოდ განაცხადა, რომ „ჩვენ გავაკეთეთ მიმართვა და მეტი რა ვქნათო“. ეს იყო პასუხი დამთავრდა, იქ წერტილი დაესვა. სამდივნოს გარეშე არცერთი საკითხის განხილვა არ ხდება. შესაბამისად, ქალის კაბა თუ განიხილავს რომელიმე კანდიდატურას, რა თქმა უნდა ეს კაბა გადაეფარებათ და მომავალ ეპისკოპოსებს ვიხილავთ. ვინც არ უნდა მოვიდეს, ეს იქნება უბრალოდ სახის სხვადასხვა ნაკვთები, მაგრამ აზროვნება ერთი - შორენა თეთრუაშვილის ბეჭედი“, - აღნიშნა მღვდელმონაზონმა სატელევიზიო ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „საშიშად მიმაჩნია თუ სინოდი პოლიტიკურ პრიზმაში გააკეთებს რაიმე სახის განცხადებას გარეჯთან დაკავშირებით“ - ანალიტიკოსი

✔️ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაცის პატრიარქის გადაყენების შესახებ ფანტაზიას უწოდებს

✔️ საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებს არ ასაჯაროებს