მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვისაც გული ერჩის სამშობლოსათვის, პრაიდელებიც და ანტიპრაიდელებიც, ჩადით ატოცში და იქ გვაჩვენეთ თქვენი პატრიოტიზმი“ - შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი

„გუშინ დედაქალაქი კონტროლდებოდა მოძალადე პირების მიერ და პრაქტიკულად, სახელმწიფო აღარ არსებობდა. მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას, მოიწვიონ საგანგებო სხდომა, რომელზეც განიხილება ეს საუკუნის ვანდალიზმი ჟურნალისტთა მიმართ, შემდეგ დატოვეთ პარლამენტი, სადაც შეხვედით უმძიმესი შედეგებით“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„უპირველესად, სრული სოლიდარობა ჟურნალისტებს! მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა!
გუშინ დედაქალაქი კონტროლდებოდა მოძალადე პირების მიერ და პრაქტიკულად, სახელმწიფო აღარ არსებობდა.

მარშიც და ანტიპრაიდიც დაგეგმილი იყო მხოლოდ ხელისუფლების მიერ იმისათვის, რომ ეჩვენებინა საკუთარი ძალა, დაეპირისპირებინათ საზოგადოება ერთმანეთისთვის, გაეღვიძებინა სამოქალაქო შუღლი განემტკიცებინა ფსიქო- დიქტატურა, ხოლო კრიზისი რომელიც ამდენი ხანი გრძელდებოდა, გამოეცხადებინა საკუთარ გამარჯვებად.

აი, რა იცის შარლ მიშელზე ხელმოწერამ, პარლამენტში შესვლამ და ლეიბორისტული პარტიის აკრძალვაზე ხმის მიცემამ“ - აღნიშნავს ნათელაშვილი.

„ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო ოპოზიციას საგანგებო სხდომის მოწვევაზე მოუწოდებს.

„დღეს მე მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას მოიწვიონ საგანგებო სხდომა, რომელზეც განიხილება ეს საუკუნის ვანდალიზმი ჟურნალისტთა მიმართ, შემდეგ დატოვეთ პარლამენტი, სადაც შეხვედით უმძიმესი შედეგებით და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ამ ყველა უბედურების უმთავრესი ორგანიზატორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ საერთაშორისო სანქცონირებას.

ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი კრიზისი დამთავრდეს ხალხის სასარგებლოდ. სხვა შემთხვევაში ჩვენ გველოდება უმძიმესი შედეგები.

ჩემი რჩევა ლგბტ მარშის ორგანიზატორებს: თქვენ აქცია და მსვლელობა უნდა მოაწყოთ ივანიშვილის სასახლესთან. რადგან მან მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და მან აიღო პასუხისმგებლობა თქვენი უფლებების ყოველმხრივ დასაცავად და მან მან დაგეგმა ეს პროვოკაციაც.

ჩემი რჩევა ანტიპრაიდისტულ მოძრაობაში მონაწილე ვაჟკაცებს: თქვენ, აქცია უნდა მოაწყოთ ივანიშვილის სასახლესთან რადგან მან მიიღოს ის კანონი რომელსაც თქვენ ებრძვით. ყველა გზა ისტორიულად, რომში მიდიოდა და აქ ყველა გზა მიდის ივანიშვილთან, ყველა უბედურების სათავე და დამგეგმავი არის არის ეს ათასწლეულის ბოროტება. ეს არის სამწუხარო რეალობა და ყველა ამის მსხვერპლი რომ არ გავხდეთ უნდა ვიმოქმედოთ დროზე იმ პარამეტრებში, რის თაობაზეც მოგახსენეთ.

კიდევ ერთხელ უდიდესი სოლიდარობა ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჩვენს ჟურნალისტებს, ვუსურვებ ძალიან მალე გამოჯანმრთელებას და მწყობრში ჩადგომას და ჩემს ქვეყანას ვუსურვებ არასოდეს ასეთი ძალადობა არ განმეორებულიყოს. ვისაც გული ერჩის სამშობლოსათვის, პრაიდელებიც და ანტიპრაიდელებიც, ჩადით ახლა ღობავენ ატოცს რუსი ოკუპანტები და იქ გვაჩვენეთ თქვენი პატრიოტიზმი, რომელიც საერთოდ არაა დამოკიდებული სექსუალურ ორიენტაცია“ - წერს შალვა ნათელაშვილი.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ღირსების მარში“ 5 ივლისს არ შედგება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ის რაც გააკეთა ბრბომ, 21-ე საუკუნის სახელმწიფოსთვის დიდი სირცხვილია“

👉 „იმ ძალადობას, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ჩვენ საკუთარ თავზე უარის თქმა“

👉 ჟურნალისტების ცემის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს