მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა გახელაძე: ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკებული ზაზა გახელაძე

„დღეს გათავისუფლებას არ ველოდებოდი. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა“, - ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ზაზა გახელაძემ, ერგნეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს 8 მაისს შეხვდა და პირობა მისცა, რომ ზაზა გახელაძე გათავისუფლდებოდა.

გახელაძის 1 წლიანი ტყვეობა დასრულდა. გახელაძეს ერგნეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დახვდნენ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დღეს „შეიწყალა“.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

ამავე თემაზე:

🔴 ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებიდან 1 წელი გავიდა

🔴 ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით წერილით მიმართავს

🔴 ზაზა გახელაძე ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა