მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა გახელაძე ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოვიდა.

გახელაძის 1 წლიანი ტყვეობა დასრულდა. გახელაძეს ერგნეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დახვდნენ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დღეს „შეიწყალა“.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამავე თემაზე:

🔴 ზაზა გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა „შეიწყალა“

🔴 ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით წერილით მიმართავს

🔴 ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებიდან 1 წელი გავიდა