მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა გახელაძე თავისუფალია, გილოცავთ ყველას! - ზაალ ანჯაფარიძე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Pia.ge

„ზაზა გახელაძე თავისუფალია, გილოცავთ ყველას“, - წერს, სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბევრს ალბათ ეწყინა კიდეც მისი გათავისუფლება, რადგან სასპეკულაციო მასალა შემოაკლდა.

„ზაზა გახელაძე თავისუფალია, გილოცავთ ყველას! არადა გვახსოვს როგორც სპეკულირებდა ამ თემით ოპოზიცია და მისი სატელიტები. სანაძლეოს დავდებ, ბევრ მათგანს ეწყინა კიდეც მისი გათავისუფლება, რადგანაც სასპეკულაციო მასალა შემოაკლდათ“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „შეიწყალა“.

ზაზა გახელაძის გათავისუფლება პრემიერის უშუალო ჩართულობით განხორციელდა. იგი ოჯახის წევრებს რამდენჯერმე შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი უკანასკნელი შეხვედრა უკანონო პატიმრის მამასთან, მიხეილ გახელაძესთან 21 ივნისს შედგა.

ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე იყო დაყენებული.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.