მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზაზა გახელაძეს ვურჩევდი, ხვალვე დიდი მადლობა გადაუხადოს ლექსოს, მის საფლავზე გაიტანოს ყვავილები“ - გია ბუღაძე

გია ბუღაძე

მხატვარი გია ბუღაძე სატელევიზიო ეთერში ზაზა გახელაძის გათავისუფლებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება ალექსანდრე ლაშქარავას დამსახურებაა და ის მის საფლავზე უნდა მივიდეს.

„საქართველო განსაკუთრებულია, ეს ქვეყანა მარტო ამ ველურების, საბნელეთის სამყარო არ არის. ეს ქვეყანა მართლა არის გზაგასაყარზე, სადაც სხვადასხვანაირი ძალები იბრძვიან და ამ პატარა ტერიტორიაზე რა საოცრება ხდება, ძალების ჭიდილის ადგილი გახდა.

საქართველო განსაკუთრებულ კულტურულ-პოლიტიკურ და ისტორიულ ფენომენს წარმოადგენს, ასე იოლად არ შეელევა ევროპა.

ძალიან გამიხარდა გახელაძის განთავისუფლება, საწყალი ბიჭი სრულიად უაზროდ და არანორმალურ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გახელაძის ფაქტორი ჩადებული იყო არჩევნებისათვის. ეს იყო საარჩევნო კოზირი რუსეთთან შეთანხმებით, თვითონაც გაოცებული იყო ზაზა უცებ რომ მოიყვანეს სახლში.

რეალურად ვურჩევდი ზაზას და გახელაძეებს ხვალვე, ზეგვე, დიდი მადლობა გადაუხადონ ლექსოს, მის საფლავზე გაიტანონ ყვავილები, მივიდნენ და მადლობა უთხრან პირველ რიგში ლექსოს, იმიტომ რომ მისი სისხლზე მოვიდა განთავისუფლება მისი. ლექსომ გაათავისუფლა ზაზა, მის ჩამტვრეულ ძვლებზე მოხდა ეს, მის დათხრილ ავტორიტეტზე, რომელიც არ გამოუვიდათ, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით, ლექსო სიმართლეს შეეწირა, ამოუხარჯავი პოტენცია, მე ვიცნობდი მას.

როდესაც იუდა მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, 30 ვერცხლს მიიტანს ტაძარში (სინაგოგაში) და გადაუყრის რაბინებს, ისინი კი ეტყვიან, ეს სისხლიანი ფულია და ამას ტაძარში როგორ შევიტანთო? წარმოიდგინეთ, ისინიც კი უფრო ადამიანურები გამოდგნენ, ვიდრე ჩვენი რამდენიმე ათეული სასულიერო პირი.

ის ადამიანები, რომლებიც მორალს გიკითხავენ თქვენ, მხოლოდ კორუფციონერი ბიზნესმენები არიან, რა თქმა უნდა, იქაც არიან კარგი და ნორმალური ადამიანები, მაგრამ რეალურად ხომ ასეა? ჩვენ ახლა კრიზისში ვიმყოფებით, ფასეულობათა კრიზისში“, - განაცხადა გია ბუღაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

„ძალადობისკენ მოწოდება ეკლესიისგან არის კატეგორიულად მიუღებელი, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება“ - გიორგი გახარია