მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზრდილობიანად ილაპარაკეთ, არ გაგცემთ კითხვებზე პასუხს“ - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს (ვიდეო)

ახალქალაქის, ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავიდა, თუმცა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მედიასთან შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.

„ზრდილობიანად ილაპარაკეთ და პირბადე აიფარეთ სახეზე. მე თქვენ გელაპარაკებით ზრდილობიანად, თქვენ მელაპარაკებით უზრდელურად და არ გაგცემთ კითხვებზე პასუხს. მე შესაბამისი უწყების წინაშე ვაგებ პასუხს.

არაფერს არ გეტყვით, სანამ არ შევალ, არ გავარკვევ და არ გამოვალ. გავარკვევ და გიპასუხებთ, რა უნდა გითხრათ, არ ვიცი. შევალ, გავარკვევ და გამოსვლის შემდეგ ყველაფერს გეტყვით, ყველა კითხვას გავცემ პასუხს.“ - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორიგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ 9 ბენეფიციარზე მეტი ერთ ოთახში - ნინოწმინდის პანსიონში ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლები დარღვევებზე საუბრობენ

✔️ 6-მა არასრულწლოვანმა ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვა