მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში ბანკზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ პირებს დაზარალებულის სტატუსს ანიჭებენ

გუბერნატორის კომენტარი

ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ ბანკის თანამშრომლებლსა და კლიენტებს დაზარალებულის სტატუსს ანიჭებენ.

სამხარეო პოლიციიდან გამოსვლის შესახებ ყოფილმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაზარალებულად ცნეს.

მოწმეების დაკითხვა ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობაში მეოთხე დღეა გრძელდება.

🔴ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

🔴თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.

🔴 საბოლოოდ თავდამსხმელმა ყველა მძევალი გაათავისუფლა, მისი სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.