მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში „ტრიბუნას” ოფისი გაქურდეს

ზუგდიდში ტრიბუნას ოფისი გაქურდეს

ზუგდიდში, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას” ოფისი გაქურდეს.

პარტიის წევრების ცნობით, წაღებული იყო კომპიუტერული ტექნიკა და ტელევიზორი.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.