მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ქადაგიძე: პოლიტიკურად გაბანკროტებული „ნაცმოძრაობა“ გადავიდა გეგმა „ბ“-ზე

ქადაგიძე

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპირისპირებას ეხმაურება.

„ღორის ტილი ფეხზე დაისვი თავზე აგაცოცდებაო“, - ზედგამოჭრილია ამ ტუტუც პროვოკატორზე! რამის თავი მაინც ჰქონდეს. პოლიტიკურად გაბანკროტებული ნაცმოძრაობა გადავიდა გეგმა „ბ“-ზე. ყველგან, ყველაფრის ფასად აწყობენ პროვოკაციას. დებატებიდან გარბიან, ინტერვიუების ჩაშლას ცდილობენ, პარტიული ტელევიზიებით ახალ-ახალ „ფეიკებს“ აცხობენ. კატასტროფულად აგებენ, როგორც თბილისს, ასევე, რეგიონებს.

P.S. მე-8 არჩევნებია აგებთ და კრივი ხომ არ არის დაცემაზე, რომ იყოს?“, - წერს ანალიტიკოსი.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ოფისის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

მელიასა და კობახიძის დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

„თქვენ მართლა გჯერათ, რომ ჩვენი აქტივისტი მართლა ჩვენ დავჭერით? უსინდისოები ხართ და 2 ოქტომბერს მიიღებთ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ“, - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას ნაძირალა უწოდა.

დაპირისპირება რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობითი ოფისის ტერიტორია დატოვა.

ამავე თემაზე:

ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

„პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო და ბინძური კაცი“ - კობახიძე მელიას (ვიდეო)