მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ქადაგიძე: სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის და პირველი პრემიერობის დროს მოხდა უპრეცედენტო ფაქტი - ცხინვალის და სოხუმის ციხეებიდან გამოიყვანეს 14 გრძელვადიანი პატიმარი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე Pia.ge

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის და პირველი პრემიერობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ მისი უპრეცედენტო ძალისხმევის შედეგი იყო ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან ისეთი პატიმრების განთავისუფლება, რომლებსაც უვადო თუ 20 წლამდე უკანონო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

„საზოგადოებას მინდა შევახსენო, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის და პირველი პრემიერობის დროს რამდენი ადამიანი დაიხსნა ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან, ზოგ მათგანს 20 წლამდე უკანონო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ოჯახები თითქმის უიმედოდ იყვნენ. 2013 წლიდან დაიწყო მუშაობა მათი გათავისუფლების საკითხებზე, სადაც ჩართული იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები. ასევე, ამოქმედებული იყო ყველა ოფიციალური თუ არაოფიციალური არხი. მოხდა უპრეცედენტო ფაქტი და ცხინვალის და სოხუმის ციხეებიდან, გამოყვანილ იქნა 14 გრძელვადიანი პატიმარი“, - აღნიშნავს ზურაბ ქადაგიძე.