მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საძიებო სიტყვა: ვაქცინაცია

ძაღლი
გაირკვა მოზარდის ვინაობა, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა, მას ვაქცინაცია უტარდება - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

ცნობილია მოზარდის ვინაობა, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ ძაღლმა გაკაწრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ. არსებული ცნობით, გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს და ბავშვს ვაქცინაცია უკვე დაწყებული აქვს.შეგახსენებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ძაღლს, რომელმაც კახეთის გზატკეცილზე ბავშვი გაკაწრა, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა. ცხოველი ამ დროისთვის, უკვე მკვდარი იყო.

ბუსტერ დოზით აცრა
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება - იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინა, ქვეყნის მასშტაბით, გაიკეთონ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, უფასო ვაქცინაცია იმ ჯგუფებს ჩაუტარდათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს. პროგრამა გაფართოვდა და უფასოდ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა იმ პირებსაც აქვთ, რომლებიც რისკჯგუფებში არ შედიან. ჯანდაცვის სამინისტრომ, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისთვის, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულთა შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია, 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: test.ncdc.ge/Handlers/GetFile

ბუსტერ დოზით აცრა
1-ელი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის ვაქცინაცია უფასო იქნება

პირველი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.„ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია ექვსი თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ვაქცინა
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო, რისკჯგუფებისთვის აცრა უფასო იქნება

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ.„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. რისკის ჯგუფის მოქალაქეების ვაქცინაცია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი.იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ვაქცინა
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 000 დოზა Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ ჩაუტარდებათ.2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელთა სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ვაქცინაცია
სეზონური გრიპის ვაქცინაცია უფასო 22 ნოემბრამდე იქნება - NCDC

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. 22 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება“, - აცხადებენ NCDC-ში. დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შეგიძლიათ ვაქცინაცია ჩაიტაროთ. ასევე დაგაინტერესებთ:  🔴 სი ძინპინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ რუსეთის ქმედებას არ გმობს 🔴 ოკუპანტებმა რუსეთში 11 000 ბავშვი გადაასახლეს 🔴 ზელენსკის განცხადებით, ხერსონის რეგიონის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმულია 🔴 არ უნდა დავუშვათ, მსოფლიო კიდევ ერთ ცივ ომში გადაეშვას - ინდონეზიის პრეზიდენტი G20-ის სამიტზე

ვაქცინის გაკეთება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სეზონური გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. „ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო.პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. 15 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერვცაძე Pia.ge
მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელოს COVID ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით - თენგიზ ცერცვაძე

დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა და უახლოეს კვირებში მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელიც ომიკრონის შტამის ახალი ქვევარიანტით (სავარაუდოდ BQ.1.1) იქნება გამოწვეული, რამდენად გამართლდება ასეთი პროგნოზი, ჯერ უცნობია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, საქართველო მეშვიდე თვეა, ვირუსით გარდაცვალების მინიმალურ ნიშნულს ინარჩუნებს.„COVID პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ბოლო თვეებში მსოფლიოში აღინიშნებოდა COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა კვლავ ფიქსირდება ყოველდღიურად 300-400 ათასი ახალი შემთხვევა და 1000-იდან 1500-მდე გარდაცვალება. ბოლო კვირებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანია, იტალია, საფრანგეთი და სხვ.) იზრდება კორონავირუსით დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა და უახლოეს კვირებში მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელიც ომიკრონის შტამის ახალი ქვევარიანტით (სავარაუდოდ BQ.1.1) იქნება გამოწვეული. რამდენად გამართლდება ასეთი პროგნოზი, ჯერ უცნობია. საქართველოში ოქტომბრის თვეში ფიქსირდებოდა COVID ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია – საშუალოდ 200-იდან 500-მდე ახალი შემთხვევა დღეში.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში უკვე მე-7 თვეა სტაბილურად ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე შემდგომი კლების ტენდენციით. ასე მაგალითად: ბოლო კვირაში იყო 3 გარდაცვალება, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში – სულ 13 გარდაცვალება, ანუ ორ დღეში ერთ გარდაცვალებაზე ნაკლები.სადღეისოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ. უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევაში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მეთოდებით და მედიკამენტებით (პაქსლოვიდი, რემდესივირი, დექსამეტაზონი, „ბარიციტინიბი“, „ტოცილიზუმაბი“ და სხვა).სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, მათ შორის ბოლო ერთი თვის მონაცემებითაც ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები (50 გარდაცვალება ბოლო 7 თვეში და 3,3 გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში) ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა აშშ (255 გარდაცვალება ბოლო 7 თვეში და 29 გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში მილიონ მოსახლეზე), დიდი ბრიტანეთი (404 გარდაცვალება და 47 გარდაცვალება), გერმანია (277 გარდაცვალება და 43 გარდაცვალება), საფრანგეთი (222 გარდაცვალება და 28 გარდაცვალება), ისრაელი (138 გარდაცვალება და 8 გარდაცვალება), ფინეთი (615 გარდაცვალება და 105 გარდაცვალება), შვედეთი (217 გარდაცვალება და 41 გარდაცვალება), დანია (280 გარდაცვალება და 46 გარდაცვალება), იაპონია (149 გარდაცვალება და 15 გარდაცვალება), სამხრეთ კორეა (252 გარდაცვალება და 15 გარდაცვალება), ავსტრალია (368 გარდაცვალება და 17 გარდაცვალება), ლიტვა (223 გარდაცვალება და 33 გარდაცვალება ), ლატვია (258 გარდაცვალება და 36 გარდაცვალება), ესტონეთი (210 გარდაცვალება და 44 გარდაცვალება), ავსტრია (555 გარდაცვალება და 25 გარდაცვალება) და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი – COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ მთელი პანდემიის მანძილზე (და არა ბოლო 7 თვეში) 1%-ზე ნაკლებია (0.94%), რაც მსოფლიოს 111 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია“, - წერს ცერცვაძე.ცერცვაძის თქმით, ბოლო პერიოდში COVID 19-ის გარდაცვალების ერთეული შემთხვევები, დაგვიანებული ტესტირებისა და კლინიკებისთვის მიმართვით არის გამოწვეული.ამასთან, ცერცვაძე მოსახლეობას ურჩევს, ვაქცინაცია გააგრძელოს.„მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID 19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება, გვიან შევიდნენ ან საერთოდ არ შესულან კომუნიკაციაში ექიმთან და შესაბამისად დაგვიანებით მიმართეს COVID კლინიკას. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში მიმართეს ექიმს და ასრულებდნენ მის რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა.შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში პრაქტიკულად მიაღწია COVID-ის, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვას. რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილიანობა, მისი ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციების, მაგალითად გრიპის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის და სხვ. ეპიდემიებით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი ან რემდესივირი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს.მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელოს COVID ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით“, - დასძენს ინფექციონისტი.

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი
1658293719
COVID-19
ევროპის ქვეყნებმა ვაქცინაცია უნდა დააჩქარონ და პირბადის ტარების მოთხოვნა დააბრუნონ - ჰანს კლუგე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ ვაქცინაცია და დააბრუნონ პირბადის ტარების მოთხოვნა, რათა დაძლიონ COVID-19 შემთხვევების ზრდა, რომელიც გამოწვეულია Omicron-ის შტამით და თავიდან აიცილონ მკაცრი ზომების შემოღება.„როიტერთან“ ინტერვიუში კლუგემ ქვეყნებს მოუწოდა ახლავე მიიღონ ზომები, რათა თავიდან აიცილონ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა შემოდგომაზე და ზამთარში, რადგან Omicron ქვევარიანტი, BA.5 სწრაფად გავრცელებას აგრძელებს.კლუგეს თქმით, საჭიროა ამოქმედდეს „პანდემიის სტაბილიზატორები“, როგორიცაა მეორე გამაძლიერებელი დოზა, პირბადის ტარება და უკეთესი ვენტილაციის ხელშეწყობა.„ეს სტაბილიზატორები უნდა განხორციელდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ბევრად უფრო მკაცრი ზომები. არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება მზად არის ლოკდაუნისთვის. ხალხი ხანდახან კითხულობს, ​​დაბრუნდა ვირუსი? ის არსად გამქრალა. ის ჯერ კიდევ არსებობს. ის ვრცელდება. ის მუტაციას განიცდის. და სამწუხაროდ, მას ჯერ კიდევ ბევრი სიცოცხლე ეწირება“, - განაცხადა კლუგემ. ასევე დაგაინტერესებთ: 👉 „ახალი ვარიანტები წამოვიდა ინდოეთიდან - BA2.57, რომელიც ნოემბერში საქართველოშიც იქნება“ - გიორგი ფხაკაძე 👉 პანდემია მალე არ დასრულდება და შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია, უნდა ვისწავლოთ მასთან „თანაცხოვრება“ - თენგიზ ცერცვაძე 👉 „ფრთხილად უნდა ვიყოთ, 50 წელს გადაცილებულებისთვის კორონავირუსის მუტაციაც კი რისკს წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე 👉 „შიშით ყველა სურდოიანი ადამიანის დათვლას ვერ დავიწყებთ, მოგვიწევს თანაცხოვრება ამ ინფექციასთან ერთად“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ვაქცინაცია
ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

ევროკავშირის 4 ქვეყანაში - გერმანიაში, ესპანეთში, ბელგიასა და პორტუგალიაში „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. შესაბამისი პრეპარატები ამ ქვეყნებმა უკვე მიიღეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ევროკავშირის მიერ საერთო ჯამში ვაქცინის 13 600 დოზაა შეძენილი. ყველაზე მეტი დოზა - 5300 ესპანეთმა მიიღო.  ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.ევროპის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, 6 ივლისისთვის ევროკავშირის 33 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 5950 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ფაქტი (1351) დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, შემდეგ მოდიან გერმანია და ესპანეთი. ინფიცირებულთა უმეტესობა 18-50 წლის კაცები არიან, რომლებსაც სხვა კაცებთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ. ამასთანავე ეპიდემიოლოგები ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ იმას, რომ ვირუსი ერთსქესიანი კონტაქტების დროს გადაეცემა.2022 წლამდე მაიმუნის ყვავილი საკმაოდ იშვიათ დაავადებად ითვლებოდა, რომელიც ეკვატორულ აფრიკაში გვხვდებოდა. დაავადების დროს ადამიანს აღენიშნება მაღალი სიცხე, კუნთების ტკივილი, ხოლო ყველაზე ნიშანდობლივი სიმპტომია გამონაყარი კანზე. სწორი მკურნალობის შემთხვევაში ზრდასრული ადამიანი, როგორც წესი, 2-4 დღეში, გამოჯანმრთელდება, მაგრამ გამონაყარისგან ნაიარევები შეიძლება ცხოვრების ბოლომდე დარჩეს. ამავე თემაზე: 🔴 „მაიმუნის ვირუსი“ კოვიდ 19-ისგან განსხვავებულია - ჯანდაცვის ექსპერტები 🔴 „მაიმუნის ჩუტყვავილა ჩვეულებრივ იწვევს ცხელებას, გამონაყარს და დაზიანებებს სახეზე ან სასქესო ორგანოებზე“ - ზაზა წერეთელი „მაიმუნის ვირუსზე“ საუბრობს 🔴 მაიმუნის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში - გიორგი ფხაკაძე 🔴 რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

ბავშვების აცრა კოვიდვაქცინით
აშშ-ში მშობლების მხოლოდ 18%-ს სურს 5 წლამდე ასაკის ბავშვების დაუყოვნებლივ ვაქცინაცია - Abcnews

ბევრი მშობელი იმედგაცრუების შესახებ საუბრობს, რომელიც დაკავშირებულია კოვიდვაქცინის დაგვიანებულ ავტორიზაციის პროცესთან და შემდგომ მის გავრცელებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ  Abcnews წერს. მედიასაშუალება KFF COVID-19 ვაქცინის მონიტორის გამოკითხვაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მშობლების მხოლოდ 18%-ს სურს 5 წლამდე ასაკის ბავშვების დაუყოვნებლივ ვაქცინაცია. მშობლების მესამედზე მეტმა - 38%-მა განაცხადა, რომ ჯერ არ აპირებენ ბავშვებისთვის კოვიდვაქცინის გაკეთებას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვებზე ვაქცინის მოქმედებას დააკვირდებიან. მშობლების 11%-მა კი განაცხადა, რომ აცრას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გაუკეთებენ ბავშვებს. ამერიკელი მშობლების ნახევარზე მეტმა თქვა, რომ მათ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინის ეფექტურობის და უსაფრთხოების თაობაზე. რაც შეეხება კოვიდვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს, Pfizer-მა განაცხადა, რომ გააანალიზებს და წარადგენს თავის მონაცემებს სამდოზიანი პედიატრიული ვაქცინის შესახებ მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილი
1651059734
COVID-19
5-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინაცია მალე დაიწყება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ 5-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინაციის დასაწყებად პფაიზერთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მისი თქმით, მშობლები, რომელთა შვილებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, ელოდებიან ვაქცინაციის დაწყებას.„5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის განსხვავებული ვაქცინაა საჭირო. პფაიზერთან გვაქვს მოლაპარაკება იმაზე, რომ მოგვაწოდონ ეს ვაქცინები და ცოტა ხანში იქნება ხელმისაწვდომი. მშობლების გარკვეული ჯგუფი უკვე მოგვმართავს და ითხოვენ ვაქცინაციას ბავშვებისთვის, რომელთაც აქვს ქრონიკული დაავადებები. მათთვის ეს ვაქცინა მალე იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. აგრეთვე დაგაინტერესებთ: 🔴 290 ინფიცირება, 80 გამოჯანმრთელება, 2 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში 🔴 ჩინეთში H3N8 ფრინველის გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - Reuters

••• იტვირთება