მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1-ლი ივლისიდან აეროპორტებში ახალი რეგულაციები ამოქმედდება

საქართველოს აეროპორტები

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თამარ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ცა საერთაშორისო ფრენებისთვის პირველი ივლისიდან გაიხსნება და აეროპორტებში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.

"1-ლი ივლისიდან საქართველოს ცა იხსნება საერთაშორისო ფრენებისთვის, ეს მოხდება ეტაპობრივად იმ ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც არის მსოფლიოში. ეაროპორტები ამ ყველაფრისთვის ემზადება. ხდება აეროპორტების დასტიკერება, დამონტაჟება სკანერების, იმისათვის რომ მგზავრებს შეეხლოთ სოციალური დიდტანციის დაცვით მაქსიმალურად კომფორტულად იმ პროცესების გავლა რისი გავლაც უწევთ აეროპორტში. მგზავრებისთვის აუცილებელი იქნება გამოცხადდნენ პურბადით, სიცხის შემთხვევაში მოწევთ დამატებითი შემოწმების გავლა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ აღნოაჩნდებათ კოვიდისთვუს დამახასიათებელი სიმპტოემბი ისინი შეხლებენ ჩვეულებრივად გაემგზავრონ მათთვის სასურველ ქვეყანაში რომელიც ასევე გაგვიხსნის ჩვენ საქართველოს საზღვრებს",-აღნიშნა თამარ არჩვაძემ.

მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ხრლბარგის ბორტზე ატანა კვლავ შესაძლებელი იქნება.

“რეკომენდაცია იყო გაცემული იმისათვის რომ მაქსიმალურად კომფორტულად და სწრაფად ყოფილიყო განხორციელებული ჩასხდომა, მაგრამ ამ ეტაპისთვის ის ლიმიტები და ის მოთხივნები, რაც არის ხელბარგზე არ არის გაუქმებული, შესაბამისად ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ბორტზე ხელბარგით ასვლა ოღონდ რა თქმა უნდა მგზავრებს ეთხოვებათ მათ მაქსიმალურად კომპაქტური ჩანთა იქონიონ, რათა არ მოხდეს თვითმფრინავში ჩაჯდომის შეფერხება",-განაცხადა თამარ არჩვაძემ.

კითხვაზე, აუცილებელია თუ არა მგზავრს ჰქონდეს "კოვიდის პასპორტი", თამარ არჩვაძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მუშაობა საქართველოს მთავრობის ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით. ისინი პირდაპირ კონტაქტზე არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებული, როგორც მწვანე ქვეყნები. მწვანე ქვეყნების კორიდორის პრონციპი უფიძნება, იმას, რომ ამ მწვანე ქვეყნებს შორის ფრენა იყოს გაადვილებული. თუკი ეს იქნება მიღეწული, საქართველოში შემოსვლა და გასვლა იქნება შესაძლებელი აღნიშნული ცნობების გარეშე. თუმცა, მაინც საჭიროა დამატებითი დასტური",-აღნიშნა თამარ არჩვაძემ.