მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

10 უცნაური მოწყობილობა, რომლებიც სამზარეულოში აუცილებლად უნდა გქონდეთ

10 უცნაური მოწყობილობა

ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური თემა და დროის საინტერესოდ გატარების ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი კულინარია იყო. გაჩნდა უამრავი ახალი გვერდი და პლატფორმა, სადაც ადამიანები ერთმანეთს სხვადასხვა გამოცდილებებსა და რეცეპტებს უზიარებდნენ. გაჩნდა ბევრი საინტერესო და უცხო რეცეპტი, კერძის მომზადების მრავალფეროვანი ხერხი და ტექნოლოგია. აღმოჩნდა, რომ კერძებს ამზადებს ყველა და ყველგან. სწორედ ამ სფეროს ასეთმა გააქტიურებამ გვიბიძგა, თქვენთვის გვეჩვენებინა ერთი შეხედვით უცნაური, თუმცა საჭირო მოწყობილობები, რომლებიც სამზარეულოში ტრიალსა და კერძების მომზადებას გაგიმარტივებთ.

მაშ ასე:

სალათის მაკრატელი:

gorgia_o_h.jpeggorgia_o_h.jpeg

ეს მაკრატელი ერთი შეხედვით ჩვეულებრივს ჰგავს, თუმცა მისი ბასრი და რამდენიმეფენიანი დანები, იდეალურია მწვანილის, სალათის ფოთლისრბილი ხორცისა და სხვადასხვა პროდუქტის სასურველ ზომაზე დასაჭრელად. ეს მაკრატელი გაგიმარტივებთ და საგრძნობლად შეგიმცირებთ პროდუქტის მოსამზადებლად საჭირო დროს. ამ მაკრატლისა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქციის უდიდესი არჩევანის ნახვა ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიაშია“ შესაძლებელი. მისი ფასი კი მხოლოდ 9 ლარი და 15 თეთრია.

ნივრის სათლელი:

gorgia_o_h.jpeg

რამდენჯერ შეწუხებულხართ სადილის კეთებისას ნივრის თხელი ფოთლებით, რომელიც დანით გაფცქვნისას დანას და დაფას ეკვრება და შეიძლება, საკვებშიც კი მოხვდეს. ამ უსიამოვნების თავიდან აცილებაში ეს პატარა სილიკონის რგოლი დაგეხმარებათ, რომლის მეშვეობითაც 2-3 წამში ნიორს იდეალურად გაასუფთავებთ. მისი ფასი კი „გორგიაში“ მხოლოდ 3 ლარი და 90 თეთრია.

პომიდვრის საჭრელი:  

gorgia_o_h.jpeg

ამ მოწყობილობის დახმარებით, პომიდორს უსწრაფესად დაჭრით იდეალურ და თანაბარ ნაჭრებად. პომიდვრის გარდა, მისი გამოყენება ნებისმიერი ხილისა თუ ბოსტნეულის დასაჭრელად გამოგადგებათ. ამ ძალიან საჭირო სამზარეულოს აქსესუარსაც „გორგიაში“ 3 ლარად და 20 თეთრად შეიძენთ. 

კვერცხის საჭრელი:

gorgia_o_h.jpeg

ამ პატარა მოწყობილობის დახმარებით მოხარშულ კვერცხს სწრაფად, თანაბრად და სუფთად დაჭრით. მისი ფასი კი მხოლოდ 8 ლარი და 20 თეთრია.

ხილისა და ბოსტნეულის გასასუფთავებელი მოწყობილობები:

gorgia_o_h.jpeggorgia_o_h.jpeggorgia_o_h.jpeg

ზაფხული აქტიური სეზონია ზამთრისთვის სხვადასხვა პროდუქტის მოსამზადებლად. იქნება ეს მურაბები, კომპოტები, ჯემები და ა.შ. ეს მოწყობილობები იდეალურია სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის გამოსაშიგნად და გასასუფთავებლად. ამ მეთოდით თქვენ დიდი რაოდენობის პროდუქტს უმოკლეს ვადაში დაამუშავებთ. მათი ფასი „გორგიაში“ 6 ლარი და 55 თეთრიდან იწყება.

სტაფილოსა და კიტრის დასაჭრელი:

gorgia_o_h.jpeg gorgia_o_h.jpeg

ნებისმიერი კერძი, გემრიელის გარდა, ვიზუალურადაც ლამაზი უნდა იყოს. ამ მოწყობილობების დახმარებით, თქვენ მიერ სახლში გაკეთებულ კერძს მარტივად და ლამაზად გააფორმებთ სხვადასხვა ხილითა და ბოსტნეულით. მათი ფასი „გორგიაში“ მხოლოდ 4 ლარი და 45 თეთრიდან იწყება. 

საკვების გადასაწური:

gorgia_o_h.jpeg 

სხვადასხვა კერძის მომზადებისას საჭიროა მისთვის წყლის გამოცვლა, გადაწურვა. ამ პროცესში შესაძლებელია პროდუქტი წყალს გადაჰყვეს, ან სულაც გადავარდეს. ამ მოწყობილობის საშუალებით ეს პროცედურაც საგრძნობლად გაგიმარტივდებათ. მისი ფასი 9 ლარი და 20 თეთრია.

ჭურჭლის დასაჭერი მოწყობილობა:

 gorgia_o_h.jpeg

კერძის მომზადებისას, ხშირად გიწევთ თავსახურისა და სხვა ჭურჭლის გადაადგილება. იმისთვის, რომ ეს ჭურჭელი შორს არ გადაიტანოთ და სივრცე არ დასვაროთ, ეს მოწყობილობა დაგეხმარებათ, რომელიც საკმაოდ კომპაქტურია და გაზქურასთან ახლოს შეძლებთ სახურავისა და კოვზის, ან სხვა ჭურჭლის მოთავსებას, საკვების მზადებისას. მისი ფასი 4 ლარი და 50 თეთრია.

სილიკონის დრეკადი საჭრელი დაფა:

gorgia_o_h.jpeg 

ამ დაფის საშუალებით დაჭრილ პროდუქტს მარტივად მოათავსებთ ჭურჭელში ისე, რომ არ გადმოგეყრებათ. მისი ფასი „გორგიაში“ 8 ლარი და 10 თეთრია.

ბოსტნეულის საჭრელი მოწყობილობა:

gorgia_o_h.jpeg 

ამ მოწყობილობაში უცნაური და ორიგინალური არაფერია, თუმცა ხელმისაწვდომობისა და პრაქტიკულობის გამო, ნამდვილად იმსახურებს საპატიო ადგილს ამ სიაში. მისი დახმარებით ნებისმიერი სახის ბოსტნეულისა და ხილის სალათას, უმოკლეს დროში, ძალიან მარტივად გააკეთებთ. მისი ფასი კი მხოლოდ 12 ლარი და 60 თეთრია.

ამ და კიდევ 50 000-მდე დასახელების პროდუქციის შეძენას თქვენი სახლისა და რემონტისთვის ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიაში“, საქართველოში ყველაზე იაფად შეძლებთ. ნებისმიერი პროდუქტის შეძენას, ასევე, სახლიდან გაუსვლელად, საიტის www.gorgia.ge მეშვეობითაც შეძლებთ, სადაც ცოტა ხნის წინ ონლაინ განვადების ფუნქციაც ამუშავდა.