მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

12 მაისს სამგორში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დენი - ნათურები

კომპანია „თელასის“ განცხადებით, 12 მაისს სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

ზემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ახვლედიანის და ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.