მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

13 მაისიდან სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება აღდგება

სკოლა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან ერთად, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები ფუნქციონირებას განაახლებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შესაბამისად, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან, აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება.

ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ამავე თემაზე:

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 მაისიდან აღდგება

„მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდვაქცინაციის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ“ - ღიბრაძე