საზოგადოება

15-24 ივნისს საქართველოში ბიზნესებისთვის პირველი მონაცემთა ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება

15-24 ივნისს საქართველოში ბიზნესებისთვის პირველი მონაცემთა ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება
09:26 30.05
დაკოპირებულია

თიბისის მხარდაჭერით 15-დან 24 ივნისამდე, საქართველოში პირველად ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება. TIDA (Tbilisi International Data Analytics) რვა დღის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებსა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს.

კონფერენციის მიზანია შეიქმნას საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო მონაცემთა ანალიტიკის კომუნა, რომელიც განიხილავს, თუ როგორ და რისთვის შეიძლება ერთი მხრივ ბიზნესმა გამოიყენოს ანალიტიკა სწორად, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესისთვის რეალურად გამოსადეგი ანალიტიკა გაკეთდეს.

TIDA ონლაინ სივრცეში გაიმართება და არ შეიზღუდება სტანდარტული გრაფიკით. კონფერენცია ყოველდღიურად საღამოს საათებში ჩატარდება და თითოეულ დღეს სამი მომხსენებელი წარადგენს საკუთარ თემას.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი კომუნის არსებობა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მონაცემთა ანალიტიკის სფეროს განვითარებას საქართველოში. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ქვეყანაში გვაქვს კარგი კონფერენციები, რომლებიც მონაცემების თემას ფარავენ. თუმცა, არ გვაქვს კონფერენცია, რომელიც მონაცემთა ანალიტიკის ბიზნესში გამოყენებაზეა ფოკუსირებული. ეს არის TIDA-ს მთავარი განმასხვავებელი რეგიონში არსებული სხვა მონაცემთა კონფერენციებისგან“, - აღნიშნა კონფერენციის ორგანიზატორმა, მიშა ნადარეიშვილმა.

თიბისის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, მონაცემთა ანალიტიკა და მისი ბიზნეს შედეგებში ასახვა უკვე წლებია თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.

მისივე თქმით, ბიზნესებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამ სფეროს განვითარება, TIDA კი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ გზაზე.

TIDA-ს სპიკერები კონფერენციის ფარგლებში ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:

• მაიკლ რუკმანი - ლიდერობა ციფრულ ერაში

• ვალერი ბაბუშკინი - მანქანური დასწავლა Python-ში; მონაცემთა მეცნიერება X5-ში

• კოტე ხოფერია - როგორ ვაქციოთ კომპანია მონაცემებზე დაფუძნებულ ორგანიზაციად

• სერჰატ კეჩიჯი - შესავალი ნეირონული ქსელებში; ნეირონული ქსელები, ანალიტიკის ახალი ტალღა

• კარლო ჯოვინე - TBC

• მატია ბონი სფორცა - CausalNex: მიზეზ-შედეგობრიობის დადგება

• კევინ სილიანო - ციფრული ტრანსფორმაციის ROI; მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის გზამკვლევი

• მარიამ მელიქაძე - New York Times-ის მილიონობით მკითხველის დახასიათება იმის მიხედვით, თუ რას კითხულობენ ისინი

• ნინო მასურაშვილი - თიბისი ბანკის ანალიტიკური ტრანსფორმაცია

• ნუცა აბაზაძე - შესავალი R-ში

• რუდრადებ მიტრა - როგორ შევქმნათ წარმატებული ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები

• ალექსანდერ დიურკა - TBC

• ვიოლეტა მიშევა - მანქანური დასწავლის მოდელების ახსნადობა

• ანდრეას გალატულასი - ანალიტიკის დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენის მეთოდები

• ირაკლი მენაბდე - ანალიტიკის გამოყენება მოგების გაზრდისა და ხარჯების შემცირებისთვის

• Neiron AI - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხარისხის კონტროლისა და ხარვეზების პროგნოზირებისთვის.

ბილეთები: tkt.ge

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 2075-მა ადამიანმა შეძლო. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნ...
20 წუთის წინ
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საავიაციო კომპანია Wizz Air-ის ბაზა საქართველოში დი...
22 წუთის წინ
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა. stopcov.ge-...
29 წუთის წინ
დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადება...
31 წუთის წინ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის უწყვეტი...

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს მუშაობას რეგიონებში მოსახლეობ...
33 წუთის წინ
არჩილ თალაკვაძე: ამ არჩევნებით საზოგადოე...
„მიეცით ხმა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც უზრუნველყო მშვიდობის განმტკიცება, ზრუნვა...
არჩილ თალაკვაძე: დავით გარეჯი ჩვენი იდენ...
„დავით გარეჯი არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და ის მთელ საზოგადოებას აერთიანებს. ამ...
თბილისის უბნების ნაწილს დღეს ელექტროენერ...
სხვადასხვა სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგ...