მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

19 სექტემბრიდან ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო

ცუდი ამინდი

19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ავრცელებს.

„ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.