მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2-27 ნოემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 28 ლოკაციაზე მოემსახურება

2 - 27 ნოემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 28 ლოკაციაზე მოემსახურება

2-27 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 28 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

N ადგილი თარიღი მისამართი დრო
1 ლანჩხუთი 02.11.2020 ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით 10:00-17:00
2 დმანისი 02.11.2020 წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
3 ტყიბული 03.11.2020 კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
4 თეთრიწყარო 03.11.2020 თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
5 ლენტეხი 04.11.2020 თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
6 მარტყოფი 04.11.2020 მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
7 ხონი 05.11.2020 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
8 დუშეთი 05.11.2020 რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი 10:00-17:00
9 მესტია 06.11.2020 სეტის ქ. N1 10:00-17:00
10 ხარაგაული 09.11.2020 9 აპრილის ქ. N 15, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
11 გურჯაანი 09.11.2020 ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00
12 ყვარელი 10.11.2020 კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან 10:00-17:00
13 ახმეტა 11.11.2020 ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00
14 ცაგერი 11.11.2020 რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
15 ვანი 12.11.2020 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
16 ყაზბეგი 13.11.2020 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
17 ბაღდათი 13.11.2020 წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00