მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„2-3 კილომეტრი ფეხით რომ გაიაროთ, ცუდია?“ - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნებისმიერი თავშეყრა პირადი დაცვის საშუალებების გარეშე ეპიდემიის გავრცელების რისკს ზრდის. 

როგორც მან ბრიფინგზე ჟურნალისტებს მიმართა, უმჯობესი იქნება გაზაფხულის დღეებში მათ ფეხით იარონ, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ.

„ყველანაირი თავშეყრა დაცვის საშუალებების გარეშე, მომატებული რისკია. მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი თვითდისციპლინა და თვითშეგნებაა.

გაზაფხულია ახლა, მეტი ვიაროთ ფეხით. ახალგაზრდები ხართ. არ გინდათ ახლა ორი გაჩერებისთვის ავტობუსში ასვლა. რა ჯობია ახლა გასეირნებას თბილისის ქუჩებში? თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის, 2-3 კილომეტრი რომ ფეხით გაიაროთ, ცუდია?“ , - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 687 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინფიცირებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირება მოქალაქეებს ახალ ვებ-პორტალზე შეეძლებათ

„ეპიდსიტუაცია არის ძალიან საყურადღებო, იმატა დადებითობის მაჩვენებელმა“ - თამარ გაბუნია

„ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის ვაქცინაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდება“ - ტიკარაძე