საზოგადოება

2 ივლისს საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ ჩატარდება

ეჯაილის კონფერენცია
13:34 30.06
დაკოპირებულია

თიბისისა და მასტერქარდის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ორგანიზაციული ტრანსფორმაციისა და ეჯაილის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, - ინფორმაციას თიბისი ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, კონფერენციაში „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი პროფესიონალები საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებასა და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკებს გაუზიარებენ.  

„კონფერენციის მონაწილეებს შორის არის ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი ეფი ვან დენ ბორნე, რომელიც საერთაშორისო ჰოლანდიური ბანკის ING-ის ეჯაილ ტრანსფორმაციაზე ისაუბრებს.

თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის გზაზე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი ისაუბრებენ. ისინი შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა, როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ გამოწვევებს და აქციოს ისინი შესაძლებლობად და რატომ დგება ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის საჭიროება.

„ეჯაილი მუშაობის განსაკუთრებულად ეფექტური სისტემაა. ახალი სტრუქტურა საშუალებას იძლევა, პროცესები უფრო სწრაფად და მოქნილად ვმართოთ. ამ პრინციპით მუშაობა თანამშრომლებს მეტ თავისუფლებას აძლევს და ასე უფრო წარმატებული პროდუქტი და მომსახურება იქმნება. დელეგირებული ბიზნესპროცესებისა და ავტონომიის საშუალებით ჩვენმა ეჯაილ გუნდებმა ბოლო თვეებში არაერთი წარმატებული პროდუქტი შესთავაზეს მომხმარებელს. ვფიქრობთ, რომ ორგანიზაციული ტრანსფორმაციის კუთხით ძალიან ბევრი დაგვიგროვდა, რის გაზიარებასაც ვაპირებთ ამ კონფერენციაზე“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს შორის იქნებიან უცხოელი და ქართველი ექსპერტები კომპანიებიდან: Mckinsey, Unicredit, IT altris, AgileLAB, Busuu, Siemens, HTS Solutions და სხვა.  

ინფორმაციაში განმარტებულია, რომ კონფერენციაზე რამდენიმე თემა იქნება განხილული.

„კონფერენცია მიეძღვნება შემდეგ თემებს:

  • რა არის ეჯაილი და როგორ მუშაობს ის სინამდვილეში
  • კომუნიკაცია და კულტურული ცვლილებები ეჯაილის დროს
  • რატომ ირჩევენ ორგანიზაციები ტრანსფორმაციისთვის ეჯაილს
  • რაში ეხმარება ეჯაილი ორგანიზაციებს
  • ეჯაილ ფრეიმვორკების სპეციფიკა
  • რა არის ბიზნეს ეჯაილი
  • ექსპერიმენტული კულტურა
  • დევოპსი და ეჯაილი
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაციის წარმატებული ქეისები

ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ისაუბრონ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და ტრანსფორმაციაზე. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, „თეგეტა მოტორსის“ დამფუძნებელი თემურ კოხოძე და კომპანია „ნოვას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად აბულაძე.  

კონფერენციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აინტერესებს ეჯაილი და ცვლილებები ორგანიზაციაში - სტუდენტები, ტექნოლოგიური კომპანიები, დიდი და პატარა ბიზნესების წარმომადგენლები.

დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია tkt.ge-ზე. დასწრება თავისუფალია“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუანდის პარლამენტი

პარლამენტში ყველაზე მეტი ქალი დეპუტატი ს...

94 ხმით 1-ის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ᲡᲐᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲝ ᲙᲕ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო...
21:18 03.07
შინაგან საქმეთა სამინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გორში დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა. ცნობისთ...
20:40 03.07
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დავით ჭაკუას ექსტრადირების თაობაზე დაკმაყოფილდა და...
20:31 03.07
დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა....
19:56 03.07
არ გადაკვეთო 2 სენაკში მდინარეში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო
სამეგრელოში, ქალაქ სენაკში, მდინარე ტეხურაში 19 წლის კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, კაცს გ...
„აღმოაჩინე ის, რაც შენია“ - პრეს-ტური გუ...
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი კამპან...
დავით ზალკალიანი ევროკავშირის სადამკვირვ...
მიმდინარე წლის 3 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი ხა...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზ...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაბა სტეფანწმინდის ცენტრალური მოედნისა და საავტომობილო...