მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 ნოემბრიდან ჯივიპის სერვის ცენტრები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება

ჯივიპი ხვალ, 22 ოქტომბერს, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

პანდემიის გათვალისწინებით, 2 ნოემბრიდან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სერვის ცენტრებში შეიზღუდება მოქალაქეების ვიზიტი და მომხმარებლები მომსახურებას დისტანციურად მიიღებენ.

განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]; ონლაინ რეჟიმში მიღებული განცხადების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებლები კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზისა -2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით.