მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

200 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვა არჩევნებს არ შეეხება

ხალხი საარჩევნო უბანზე

აკრძალვა, რომელიც 200 ადამიანზე მეტის შეკრებაზე ხვალიდან, 10 სექტემბრიდან, ამოქმედდება, საარჩევნო პროცესზე არ გავრცელდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, 200 კაცზე მეტის შეკრებაზე შეზრუდვა არჩევნებს, მათ შორის სააგიტაციო ღონისძიებებს, არ შეეხება. უბრალოდ, მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტებს დაიცვან წესები, რომელიც დისტანიასა და პირბადის ტარებას გულისხმობს“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდება.