2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია, გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით.
კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.
ინფორმაციისთვის, პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მლნ ლარს, ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონრების საპენსიო გასაცემლების 30 ლარით ზრდის წლიური ეფექტი და დემოგრაფიის გათვალისწინებით საპენსიო ასაკის მოსახლეობის ზრდის ეფექტი.
აგრეთვე წაიკითხეთ 👇
👉 ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების დასაფინანსებლად 1.42 მილიარდი ლარია გათვალისწინებული
ბოლო პერიოდში ინფექციონისტები კორონავირუსის იშვიათი გართულების - მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ხშირად საუბრობენ, რომელიც ბავშვებში გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ გართულებით 60-70 ბავშვი მკურნალობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 071 პირი ემსხვერპლა.
აშშ-ის სენატში „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს ჩაკ შუმერს სიტყვები აერია და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხრეებს „ერექციისკენ“ (erection) მოუწოდებდა, თუმცა სენატორმა მაშინვე შეცდომა გამოასწორა. მას უნდა ეთქვა, რომ ტრამპი ხალხს „ამბოხებისკენ“ (insurrection) მოუწოდებდა. ამის შესახებ thewrap.com იუწყება.
კოსმოსში გაგზავნილი თანამგზავრების რაოდენობის მიხედვით, ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ერთი რაკეტით SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე ერთდროულად 143 თანამგზავრი გაიყვანა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული განაჩენი - ომიდან 12 წლის შემდეგ, საქართველომ რუსეთს სახელმწიფოთაშორისი დავა მოუგო.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„ახალმა კვირამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა 3 წლის წინ, რუსთავში მდებარე ე.წ. სტამბულის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე ახალი მტკიცებულებები, რომელიც ამ დრომდე გახმაურებული არ იყო.