მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება

კორონავირუსი, პირბადე

23 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება. ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

"23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც. ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის დაცვა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინი გაუქმებულია და საკარანტინე ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები მინდინარეობს. საკარანტინო ზონად კვლავაც რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი",- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, უქმდება ასევე სახლიდან გასვლის შესახებ შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის.

"უქმდება ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვა და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტაქსით მომსახურეობის დროს. ასევე, ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე. ასევე უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ და დარჩნენ შინ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.